Thursday, July 8, 2010

პიროვნების ხასიათი

მთავარი თემაპიროვნების ხასიათი მნიშვნელობა/აქტუალობამოსწავლე ითვისებს ახალ ცნებებს- ხასიათი და თვითშეფასება მიზნები და შედეგებიმოქ.10.1. აანალიზებს საკუთარ პიროვნულ თვისებებს-ჯგუფთან ერთად ადგენს მისთვის მისაღები პიროვნული თვისებების ჩამონათვალს დაგამოთქვამს მოსაზრებას ამ თვისების განვითარების შესაძლებლობაზე. -ადგენს და ავსებს კითხვარს საკუთარი დადებითი და უარყოფითი თვისებების გასამიჯნად, ადარებს მას სხვა თანაკლასელების ჩამონათვალს და გამოაქვს დასკვნები. –მსჯელობს იმ თანდაყოლილი და შეძენილი თვისებების შესახებ, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებაში სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.. თემატური ელემენტები-რა არის პიროვნების ხასიათი;საინტეროსოა მოსწავლეების პასუხი კითხვაზე- ხასიათი შეძენილია თუ თანდაყოლილი;როგორ “ჭედავს” ცხოვრება პიროვნების ხასიათს;-რომელი თვისება ჭარბობს თვითოეულ მათგანში დადებითი თუ უარყოფითი;-როგორ უნდა შეაფასოს პიროვნებამ საკუთარი თავი რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარზოგადად უნდა იცოდნენ ხასიათის ტიპები; შეეძლოოთ საკუთარი ემოციების მართვა და ხასიათის დახასიათება ობიექტურად; ერთმანეთის დახასიათებისას უნდა იყვნენ კორექტულნი და გულახდილად შეეძლოთ საკუთარ უარყოფით თვისებებზე საუბარიშეფასების საგანი და პროცედურები შეფასების პარამეტრების მიხედვით ამ გაკცეთილში გამოვყოფ წყვილებში მუშაობას, მსჯელობას და დისკუსიას.რა სასწავლო მასალა და რესურსებია საჭიროსახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები, კალამი, ფანქარი, ცარცი, დაფა, კომპიუტერი. გაკვეთილის მსვლელობადაფაზე ჩამოვწერ საკვანძო ცნებებს-ხასიათი თვითშეფასება. დავსვამ კითხვას რას უნდა ნიშნავდეს მათი აზრით ეს ტერმინები? შევაგროვებ კლასში რამდენივე ვერსიას. მოვახდენ შედარებას სახელმძღვანელოში მოცემულ განმარტებებსა და ვერსიებს შორის (5 წთ.) წინასწარ დავხაზავ დაფაზე ცარიელ წრეს და შევავსებ ჩემს მაგალითზე საკუთარ თვისებებს, შემდეგ ამ თვისებებს გადავიტან წრეზე, გავმართავ დისკუსიას მოსწავლეებთან, ვკითხავ რომელი უარყოფითი თვისებები მაქვს და რას მირჩევენ ისინი ამის გამოსასწორებლად. ეს დადებითად იმოქმედებს ბავშვების თვითანალიზზე და დიალოგის რეჟიმში თავისუფლად აზროვნებას შეუწყობს ხელს (5წთ.) როცა დავრწმუნდები, რომ მოსწავლეებმა გაიგეს წრის შევსების წესი ვთხოვთ მათ გაცვალონ წიგნები და წყვილებში შეავსონ ერთმანეთის ხასიათის წრეები ინსტრუქციის მიხედვით (საკლასო დავალება 15წთ.) გავმართავთ დისკუსია- განხილვას ეთანხმება თუ არა კლასელის აზრს, საკუთარი ხასიათის შესახებ:-რა იყო მისთვის მოულოდნელი.-რა იყო ახალი.-არის თუ არა მნიშვნელოვანი სხვა ადამიანის აზრი და შეფასება ჩვენი პიროვნული ხასიათის შესახებ და რატომ? (10წთ.) ყურადღებას მივაქცევ მოსწავლეების მიერ ჩამოყალიბებულ რჩევებს-რამდენად კორექტული და საქმიანია ისინი?შევადგენ ორ ვარიანტს. 1-ელ ვარიანტში ჩამოვწერ რომელიმე უარყოფით თვისებას და მოსწავლეების დახმარებით ჩამოვაყალიბებთ რჩევებს ისე, რომ დაცული იყოს კორექტული ტონი.2-ე ვარიანტში ვთხოვ მოსწავლეებს გაიხსენონ შემთხვევა, როცა ისინი განაწყენდნენ შენიშვნით ან სხვას ქონდა უარყოფითი რეაქცია შენიშვნაზე. დაფას გავყობ ორ ნაწილად, გონების იერიშის მეთოდოთ შევაგროვებთ იდეებს და დაფაზე ჩამოწერთ პირობებს, რომელიც უნდა დავიცვათ, რომ: ა) რჩევის მიცემისას მეორე ადამიანს არ ვაწყენინოთ; ბ) თავად არ გვეწყინოს სხვათა რჩევის მოსმენა (8წთ.) საშინაო დავალება: შინ წაიკითხონ დამატებითი მასალა ტემპერამენტის შესახებ(2წთ.)დიფერენცირებული სწავლება ასეთი მოსწავლე კლასში არ გვყავს კრიტერიუმიმინიმალურისაშუალოზე დაბალისაშუალოზე მაღალიმაქსიმალური1-23-56-89-10წყივლებში მუშაობავერ მუშაობს წყვილებშიუჭირს წყვილებში მუშაობაახერხებს წყვილებში მუშაობასკარგად მუშაობს წყვილებშიმსჯელობავერ აყალიბებს აზრსუჭირს აზრის ჩამოყალიბებამეტნაკლებად აყალიბებს აზრსკარგად აყალიბებს აზრს

No comments:

Post a Comment